საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულში მშვილდოსნობაში საქართველოს თასის ტურნირი გაიმართა

14 დეკ, 2025

მარნეულმა, მშვილდოსნობაში საქართველოს თასის ტურნირს უმასპინძლა

საქართველოს სპორტის სამინისტროს და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, 18 მეტრის დისტანციაზე, საქართველოს თასის ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, გაიმართა.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესთან, გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, დაესწრო და გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა. მერმა სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის სპორტული ღონისძიებები ხელს უწყობს როგორც დარგის განვითარებას, ისე ახალგაზრდების სპორტში აქტიურ ჩართულობას. მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას.

ტურნირში მონაწილეობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა, 80-ზე მეტმა სპორტსმენმა, სამ ასაკობრივ კატეგორიაში მიიღო. შეჯიბრების შედეგების მიხედვით განხორციელდება 2026 წლის ევროპის ჩემპიონატში, 18 მეტრის დისტანციაზე, მონაწილე სპორტსმენთა შერჩევა.

ტურნირს ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სიმონ ნოზაძე, ვიცე-პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე და მარნეულის სპორტსკოლის დირექტორის მოადგილე ზაზა დავაძე.

სხვა სიახლეები