საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა კონტრაქტორებთან

12 დეკ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პასუხისმგებელ კონტრაქტორებს შეხვდა.

მერმა დეტალურად მოისმინა კონტრაქტორების ანგარიშები, გაეცნო დასრულებულ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოების ეტაპებს. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თითოეული პროექტის პროგრესი და არსებული გამოწვევები.

მერმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო ტენდერების შესაბამისად და მოქმედი სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს. მუნიციპალიტეტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესების გამჭვირვალობა, პასუხისმგებლიანი მართვა და ხარისხის კონტროლი.

შეხვედრაში ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მონაწილეობდნენ კომპანიების – შპს „ქციას“, შპს „სამებას“ და შპს „ჯი

სხვა სიახლეები