ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში მარნეულში, კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში, მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა ოთახის“ ინიციატივით სიმბოლური აქტივობა გაიმართა.
საინფორმაციო კამპანიის მიზანს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
ღონისძიებას მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მარნეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება.