მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა მოქალაქეთა მიღება გამართა.
თითოეულ მოქალაქესთან პირდაპირი კომუნიკაციის საფუძველზე მათ მიერ წამოჭრილი საკითხისა თუ პრობლემის მოგვარების მიზნით, მერმა შესაბამის სამსახურებს დავალებები მისცა.
მერთან შეხვედრა მოქალაქეებს ყოველ ხუთშაბათს შეუძლიათ.