მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მარნეულის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და ახალგაზრდული ჩართულობის მნიშვნელობა მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
საბჭოს წევრებმა მერს საკუთარი ხედვები და ინიციატივები გააცნეს, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების როლის გაძლიერებას ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში.მერმა გამოთქვა მზაობა, რომ ახალგაზრდულ საბჭოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური და შედეგზე ორიენტირებული გახდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და საკუთარი ინტერესები უშუალოდ წარმოაჩინონ.