მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მარნეულის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა, სადაც განიხილეს მარნეულში მოქმედი კრიზისული ცენტრის საქმიანობა, თანამშრომელთა მხარდაჭერის საჭიროებები და მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის დეტალები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა და ძალადობის მსხვერპლთათვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.