საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სამუშაო შეხვედრა
მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტები და არსებული საჭიროებები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე ესწრებოდნენ.