საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა "მაარიფის ფონდის" წარმომადგენლებთან

27 ნოე, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, საქართველოში „მაარიფის ფონდის“ წარმომადგენელს ფარუქ თექშენს და „ინტერნაციონალური მაარიფის სკოლების“ დირექტორს მურათ ქორდემირს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მარნეულში მოქმედი ინტერნაციონალური მაარიფის სკოლის როლსა და მის მნიშვნელობაზე ადგილობრივი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. აღინიშნა, რომ სკოლა მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი განათლებლის მიღების შესაძლებლობას ქმნის და ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას.

შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე.

სხვა სიახლეები