საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ვიზიტი საბავშვო ბაღში

25 ნოე, 2025

მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილესთან - გიორგი გოდაბრელიძესთან და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორ ზაურ ქერიმოვთან ერთად, მარნეულის № 1-ელ სააღმზრდელო დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ბაღის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

მარნეულის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

„2026 წელს დაგეგმილია კიდევ 8 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ ინფრასტრუქტურას სააღმზრდელო დაწესებულებებში, შექმნის უსაფრთხო, ინკლუზიურ და თანამედროვე გარემოს“ - განაცხადა მარნეულის მერმა.

მარნეულში, ამ ეტაპზე, სამი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მათი ჯამური ღირებულება 10 მლნ ლარზე მეტია.

სხვა სიახლეები