საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მოქალაქეების მიღების დღე
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, მოქალაქეთა მიღება გამართა, მოისმინა მათი საჭიროებები და ინიციატივები.
მერმა და მერიის შესაბამისმა სამსახურებმა თითოეული საკითხი დეტალურად განიხილეს. განხილული საკითხები შეეხება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, საბინაო, კომუნალურ და ადმინისტრაციულ საჭიროებებს.
„ვაგრძელებ მოქალაქეთა მიღებას. ჩემს გუნდთან ერთად, კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში, აქტიურად ვმუშაობ მათი საჭიროებების მოგვარებაზე. მოქალაქეებთან მჭიდრო კომუნიკაცია აუცილებელია, ეფექტიანი მმართველობისთვის“ - განაცხადა, დაურ ისმაილოვმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია გააგრძელებს მოქალაქეთა სისტემატურ მიღებებს და უზრუნველყოფს თითოეულ საკითხზე კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის რეაგირებას.