მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, „შოთაობა - 2025“ გაიმართა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, „ვეფხისტყაოსნის“ გმირების პერფორმანსი და წარმოედგენილი იქნა ისტორიული ექსკურსი „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დიდ ქართველ პოეტს.
აღსანიშნავია, რომ ,,შოთაობა'' ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით 2021 წლიდან აღინიშნება.