მარნეულის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე კონფერენციას „ბავშთა განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა“ დაესწრო.
პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში 2024-2025 წლებში გაიხნა 18 სასკოლო მზაობის ბილინგვური ჯგუფი. რომლებიც ქალაქსა და თხუთმეტ სოფლეში წარმატებით ფუნქციონირებს. აღნიშნული მიმართულებით დასაქმებულია 35 თანამშრომელი, რაც ხელს უწყობს როგორც განათლების, ისე ადგილობრივი დასაქმების გაძლიერებას.
პროექტის ორწლიან ინიციატივას, მხარს უჭერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ახორციელებს ორგანიზაციები „SOS Edukator” და „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების პარტნიორობით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის მხარის წარმომადგენლები, განათლების სფეროს ექსპერტები, ბაგა-ბაღების პედაგოგები და კოლეჯის სტუდენტები.