საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულის მერი სპორტულ აქტივობას დაესწრო
მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან ერთად, პროექტის „ღია სახალისო საფეხბურთო სკოლა“ ფარგლებში გამართულ ფესტივალს დაესწრო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (GFF) მიერ გამართულ ფესტივალში მონაწილეობა მარნეულის მუნიციპალიტეტის 4 საჯარო სკოლის 65-მა მოსწავლემ მიიღო. მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახალისო საფეხბურთო აქტივობა გაიმართა. ფესტივალში მონაწილე მოზარდებს სპეციალური საფეხბურთო ინვენტარი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება, რომლის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფეხბურთისადმი ინტერესის გაზრდაა, მარნეულის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.