საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა Solution & Consulting Group-ის წარმომადგენლებთან

17 ნოე, 2025

 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მრავალპროფილური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის Solution & Consulting Group-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, მეჰმედ ფათიჰ თურანს შეხვდა.

მერიაში გამართულ შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული კომპანიის საქმიანობა, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას სამედიცინო ტურიზმი წარმოადგენს და შვილობილი კომპანიის Medical Solution Group-ის მეშვეობით თურქეთის წამყვან ჰოსპიტალებთან თანამშრომლობს.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის და გაფართოების შესაძლებლობები. დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა.

შეხვედრას, ასევე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა შუბითიძე და აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები