საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

"მარნეულობა - 2025"

15 ნოე, 2025


მარნეულის მერიის ინიციატივით, ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერში „მარნეულობა 2025“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური ინსტალაციები, პავილიონები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ჩატარდა საწნახელში ყურძნის დაწურვის, პურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასები. ღია ცის ქვეშ მუზეუმში მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი იყო ტრადიციული ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, ბერძნული კულინარია და ეთნოგრაფიული ნიმუშები.

მაყურებელთა წინაშე მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები და ადგილობრივი შემსრულებლები წარდგნენ; ანსამბლ „შავნაბადას“ მიერ შესრულდა საქართველოს ჰიმნი და სიმღერა მარნეულზე.

პატარების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. გაიმართა აქტივობები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

შეკრებილ მოსახლეობას „მარნეულობა“ მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მიულოცეს.

სახალხო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საღამო, გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

სხვა სიახლეები