მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარი თემა 2026 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი იყო. მერმა საბჭოს წევრებს გააცნო დაგეგმილი პრიორიტეტები და ის მიმართულებები, რომლებზეც მომავალი წლის ბიუჯეტი არის ორიენტირებული.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მერს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები, რაც ხელს შეუწყობს 2026 წლის ბიუჯეტის კიდევ უფრო ეფექტიან დაგეგმვასა და საზოგადოების ინტერესებზე მორგებას.
შეხვედრას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი კობა ჩხიტუნიძე და ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელი ლარისა გელაშვილი ესწრებოდნენ.