საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მერის პირველი მოადგილის წარდგენა

14 ნოე, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს მერის პირველი მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა.

მერის პირველ მოადგილედ გიორგი გოდაბრელიძე დაინიშნა, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

იგი მუშაობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში. კერძო სექტორში, საბანკო და სამშენებლო სფეროში.

ამ დრომდე, გიორგი გოდაბრელიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

პირველმა მოადგილემ მერს მადლობა გადაუხადა გამოხატული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მზად არის აქტიურად ჩაერთოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების ეფექტიანი განხორციელების პროცესში.

სხვა სიახლეები