საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ქალაქ მარნეულის ინფრასტრუქტურა

08 ნოე, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, ქალაქ მარნეულში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სამუშაოები მოიცავს რუსთაველის ქუჩაზე არსებული სასმელი წყლის ცენტრალური მილის შეცვლას. აღნიშნულის დასრულების შემდეგ ქალაქის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას წყალმომარაგება შეუფერხებლად ექნება.

ამ ეტაპზე დასრულდა პირველი და მეორე ზონის რეაბილიტაცია. პროექტი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და აზიის განვითარების ბანკის დაკვეთით, ხორციელდება.

სხვა სიახლეები