მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში გამოჩენილი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჯავახიშვილობა 2025“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მუზეუმი, მოესმინათ პრეზენტაცია თემაზე – „მიხეილ ჯავახიშვილი და თანამედროვეობა“.
„ჯავახიშვილობა 2025-ს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ზაურ დარგალი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ახალგაზრდები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ გაიხსენეს მწერლის შემოქმედება, ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს ძეგლი.
ჯავახიშვილობა 2025-ის ფარგლებში, მარნეულის კულტურის ცენტრში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა.