მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი თამარისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას გაეცნო.
რეაბილიტაციის შემდეგ, ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარი მისასვლელი გზით სოფელ დიოკნისის, სოფელ ალავარის და სოფელ თამარისის მცხოვრებლები ისარგებლებენ.
პროექტის ფარგლებში დაიგება 7 184 გრძივი/მეტრი ორფენიანი ასფალტბეტონის გზა. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 4 512 316 ლარს შეადგენს.