საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მულტიეთნიკური ფესიტივალი „შინ“

02 ნოე, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, არქეოლოგიური კომპლექსის „გადაჭრილი გორას“ მიმდებარედ, მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მულტიეთნიკური ფესიტივალი „შინ“ გაიმართა.

ფესტივალი წელს მესამედ ჩატარდა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტის წევრი, ზაურ დარგალი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა. სხვადასხვა სახის პერფორმანსები, ინტერაქციები, ინსტალაციები. ქართული, აზერბაიჯანული, სომხური - ეთნო კუთხეები. საფესტივალო სივრცე გაფორმებული იყო ორიგინალური დეკორაციებით და პავილიონებით; მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის მიზანს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

სხვა სიახლეები