ქალაქ მარნეულში, ლაღიძის ქუჩაზე, მდინარე ალგეთზე ხიდთან მისასვლელი გზის და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გაკეთდა გზის ნაპირსამაგრი რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი.
პროექტის ღირებულება 619 997 ლარს შეადგენს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.