მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას დაესწრო.
პირველ სხდომაზე არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილეები, კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეები. ასევე შეიქმნა კომისიები და ფრაქციები.
მერმა ახლადარჩეულ საკრებულოს შემადგენლობას საქმიანობის დაწყება მიულოცა, წარმატებები უსურვა და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
სხდომას პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.