ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს ახლადარჩეული მერი დაურ ისმაილოვი წარუდგინა. სახელმწიფო რწმუნებულმა ახალ მერს წარმატებული საქმიანობა უსურვა და სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
დაურ ისმაილოვმა მერიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მარნეულის განვითარება ყველას საერთო მიზანია.
,,დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. მარნეულის მერია ჩემთვის ნაცნობი სივრცეა. კარგად ვიცი, რამდენად დიდი შრომა, ერთგულება და პასუხისმგებლობა დგას საჯარო მოხელეების საქმიანობის უკან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო მიზანი მარნეულის მეტად განვითარებაა”, - აღნიშნა დაურ ისმაილოვმა.
ახალი მერის წარდგენას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სოსო ალიბეგაშვილი და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ.