მარნეულში, ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას და ცესკოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა შუბითიძე ესწრებოდნენ.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ სერთიფიკატები გადასცეს.
მარნეულის სასწავლო ცენტრში გამართულ შეხვედრას, ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლელა ქრისტესიაშვილი, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები და რეგიონული კოორდინატორი კობა ასანიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ფასილიტაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, მარნეულის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ბუწურაძე უწევდა.