მარნეულის მუნიციპალიტეტში, მერიის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით, ღონისძიება - „კულტურული მრავალფეროვნება“ გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძემ, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ბააკაშვილმა და საქართველოს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის თავმჯდომარე ილარიონ ფიფიამ მიმართეს.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ შემოქმედებით აქტივობებში და გაცნობოდნენ პრეზენტაციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ.
პროექტი საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, ახალგაზრდობის სააგენტოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა, კონკურსის - „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები: იდეიდან – ცვლილებამდე“ ფარგლებში.