საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მოსწავლეებისა და პედაგოგების დაჯილდოვება

25 სექ, 2025

მარნეულში დამსახურებული პედაგოგებისა და წარჩინებული მოსწავლეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულიდან 7 პედაგოგი წარდგენილია მასწავლებლის ეროვნული პრემიის კანდიდატად, რომლის დასკვნითი ეტაპი 27 ოქტომბერს გაიმართება.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მოადგილესთან , თემურ შუბითიძესთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხანალი გახრამანოვი ესწრებოდნენ.

ხელმძღვანელმა პირებმა, ღონისძიების ფარგლებში, 2023–2024 სასწავლო წლის 66 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.

სხვა სიახლეები