მარნეულში YOUNG WARRIORS („ახალგაზრდა მებრძოლების“) შერეული საბრძოლო ხელოვნების მეჩვიდმეტე საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე და მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიგა ნამიჭეიშვილთან ერთად დაესწრნენ.
ტურნირის ფარგლებში გულშემატკივრების წინაშე მარნეულელი მებრძოლი ბექა ქართველიშვილი წარსდგა, რომელმაც MMA-ის სადებიუტო, სარეიტინგო ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციისა და მარნეულის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
YOUNG WARRIORS („ახალგაზრდა მებრძოლები“) პირველი ქართული სამოყვარულო შერეული საბრძოლო ხელოვნების ლიგაა, რომელმაც ქვეყანაში უკვე 17 ტურნირს უმასპინძლა.