მარნეულის მერიის ორგანიზებით, წარჩინებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
ტურის ფარგლებში სტუმრებმა გორში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. მუზეუმის ეზოში ღია გაკვეთილი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წარჩინებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მარნეულის მერის მოადგილე თემურ შუბითიძემ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2024–2025 სასწავლო წელს სწავლა წარჩინებით დაასრულა 62-მა მოსწავლემ, მათ შორის ოქროს მედალი 44-მა, ხოლო ვერცხლის მედალი 18-მა ახალგაზრდამ მიიღო.