საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შსს-ს საგანგებო სამსახურის ტრენინგი მარნეულში

05 სექ, 2025

 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტებმა სასწავლო ტრენინგი ჩაატარეს.

სწავლებას მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.

ტრენინგის მიზანი, საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების უნარების გაძლიერებას და თანამშრომელთა ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სრულყოფას წარმოადგენდა.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ და პრაქტიკულად ივარჯიშეს ხანძრის, ბუნებრივი კატასტროფებისა და ტექნოგენური შემთხვევების დროს მოქმედების სცენარებზე.

სხვა სიახლეები