ქალაქ მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები.
პროექტის მიმდინარეობას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან გიორგაძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 4 კმ სიგრძის თანამედროვე სტანდარტების ბილიკები, შშმ პირებისთვის ადაპტირებული პანდუსები და ხე-ნარგავებისთვის სპეციალური კუბები. ტერიტორიის გამწვანებაზე იზრუნებს ადგილობრივი თვითმმართველობა.
პროექტი სრულად ფინანსდება მუნიციპალური ბიუჯეტიდან და მისი საერთო ღირებულება 1 900 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს ასევე ადგილზე გაეცნენ მერის მოადგილეები თემურ შუბითიძე და ზურაბ ფანგანი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ილია ჯალაღანია და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.