მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს
სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, მარნეულის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის მოადგილეები ზურაბ ფანგანი და თემურ შუბითიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ილია ჯალაღანია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
ქალაქ მარნეულში მიმდინარეობს შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ნარიმანოვისა და იაღლუჯის ქუჩებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ახალი, 3,4 კმ სიგრძის გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ ქუჩას.
ქვემო სარალში აქტიურად მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცის სამუშაოები. სოფელში ჯამში დაიგება 2 კმ სიგრძის ახალი გზა.
აღნიშნული პროექტები რეგიონული პროექტების ფონდიდან და თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელთა ღირებულება ჯამში 4 მილიონ ლარს შეადგენს.