საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

"დიდგორობა - 2025"

12 აგვ, 2025

12 აგვისტოს დიდგორის ველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და „დიდგორობა 2025“ მიულოცა.

სახელოვანი ბრძოლიდან 904-ე წელი, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. სპეციალურად მოწყობილ პავილიონში, სტუმრებს საგამოფენო სივრცეები დახვდათ. საგამოფენო სივრცეში იმერეთის კუთხე, კულინარია და ხელნაკეთი ნივთები მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ წარადგინა.

ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამხაურეები „დიდგორის ჯვრით“ და უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.

ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლების წევრები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები