საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

8 აგვისტო

08 აგვ, 2025

2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ, მერის მოადგილეებმა თემურ შუბითიძემ და ზურაბ ფანგანმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაურ დარგალმა და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს, გმირების ოჯახის წევრები, მარნეულის საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაესწრნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სიმბოლურად, საჩუქრები და ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცათ.

სხვა სიახლეები