ქალაქ მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართა.
კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, მაგდალენა ჯოხაძე, ბაბი კირკიტაძე, ბენდი და ადგილობრივი შემსრულებელი შაბან მამედოვი.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, კონცერტს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ზურაბ ფანგანი, თემურ შუბითიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.