საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ქალაქ მარნეულის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება

17 ივლ, 2025

ქალაქ მარნეულში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები ი.ჭავჭავაძის, ქ. ჩოლოყაშვილის, ე. თაყაიშვილის, ო. ხაიამის, გ. მაზნიაშვილის, პ. გიორგაძის, ნ. ჟორდანიას, ტ. ტაბიძის, გ. ქიქოძის, ა. ასლანოვის და ხ. ბორჩალოელის ქუჩებზე დასრულდა.

 „ჩვენთვის ქალაქის ქუჩების მოწესრიგება პრიორიტეტული საკითხია და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით! აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაციას, მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება,“ - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.

სხვა სიახლეები