მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, სკოლების ინფრასტრუქტურის საკითხები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებს მიენიჭებათ უფლებამოსილება სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის განხორციელებაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, სახელმწიფო რწმუნებულები და სხვა მერები.