საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
არნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური პლატფორმის შესახებ შეხვედრა გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური პლატფორმის შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრის მთავარ მიზანს ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებზე მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების, ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის:
• ადგილობრივ დონეზე სოციალური სერვისების აღწერის მეთოდოლოგია,
• სოციალურ საჭიროებათა კვლევის ციფრული ინსტრუმენტის პრეზენტაცია,
• პერსონალური ასისტენტის მომსახურების ამჟამინდელი მდგომარეობა,
• მუნიციპალიტეტების გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში.
სტუმრები ასევე, ეწვივნენ ყიზილაჯლოს სოციალურ სერვისების დღის ცენტრს.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელები, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით პასუხისმგებელი პირები და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.