საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ქვემო ქართლის მეღვინეების სამუშაო შეხვედრა

01 ივლ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე, ქალაქ ბოლნისის „აგრო ცენტრში“ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

როინ დეკანოიძემ შეხვედრაზე ისაუბრა საგანმანათლებლო აქტივობების აუცილებლობაზე. ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის, როგორც ღვინის წარმოშობის ადგილმდებარეობის მნიშვნელობაზე, ღვინის წარმოების, ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის მიმართულებით.

შეხვედრა პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ ფარგლებში შედგა და მას მარნეულის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მევენახეები და მეღვინეები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ბოლნისში მოქმედი „აგრო ცენტრის“ სერვისებს, მხარდაჭერის მექანიზმებს და ღვინის კადასტრის წარმოების პროცესს. მეღვინეებმა იმსჯელეს მეწარმეებისთვის სექტორულ ასოციაციებში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, ერთიან ბაზარზე და ერთობლივი მარკეტინგული აქტივობების შესაძლებლობაზე.

შეხვედრას „აწარმოე საქართველოს“ და „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები