საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“

30 ივნ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მარნეულში ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ გაიმართა.

კონკურს-ფესტივალის მეცხრე გამოშვება, ტრადიციულად მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ააიპ „დემოსის“ ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს 17 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მოზარდებმა მიიღეს.

დახურვის ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კონკურსში წარმატებით მონაწილეობდნენ მარნეულელი კონკურსანტები, რომლებმაც სხვადასხვა ნომინაციაში საპრიზო ადგილები დაიკავეს.

კონკურსის მიზანია ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის გაცნობა, შესწავლა და პოპულარიზაცია, როგორც ქართველი ახალგაზრდების, ასევე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებს შორის.

სხვა სიახლეები