საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტში ფერების ფესტივალი გაიმართა

26 ივნ, 2025

არნეულის მუნიციპალიტეტში „ფერების ფესტივალი“ გაიმართა, რომელიც მარნეულის მერიის ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

ფესტივალი ადგილობრივი შემსრულებლების გამოსვლებით გაიხსნა და ფერად გარემოში მრავალფეროვან აქტივობებს უმასპინძლა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც კონკურს „ფუნჯით დანახული საქართველოს“ გამარჯვებულები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია და საგზაო სამშენებლო კომპანია №1.

საღამო მუსიკალურად ადგილობრივი დიჯეების, DJ ARKAN-ისა და DJ SARKAN-ის გამოსვლებით დასრულდა.

სხვა სიახლეები