გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მარნეულის მერთან კენან ომაროვთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან ერთად, ქალაქ მარნეულში, ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის სამუშაოებს შპს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 12 სოფელი: ცურტავი, ფარიზი, ყიზილაჯლო, თამარისი, წერეთელი, საბირქენდი, ალგეთი, თაზაქენდი, აზიზქენდი, ალგეთის მევენახეობა, ქეშალო, ამბაროვკა, ასევე, ქალაქ მარნეულის მიმდებარე ტერიტორია და სამეწარმეო დანიშნულების ობიექტები ისარგებლებენ.