საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა სპორტსმენებთან

14 ივნ, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულელ ვეტერან ძიუდოისტებს შეხვდნენ და ქალაქ სარაევოში, გამართულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცეს.

სპორტსმენებმა, რზა აბასოვმა და სანდრო იაკობაშვილმა გუნდურ კატეგორიაში დაიკავეს პირველი ადგილი. რაც შეეხება ინდივიდუალურ თამაშებს რზა აბასოვმა ბრინჯაო, ხოლო 71 წლის ვაჟა მუმლაძემ ვერცხლი მოიპოვა.

სპორტსმენებთან შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი და მოადგილე ზაზა დავაძე ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები