საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი

14 ივნ, 2024

 მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, მარნეულის კულტურის ცენტრში ჩინეთის მოცეკვავეთა ასოციაციამ, პეკინის უნივერსიტეტის სპექტაკლი „კვლავ გაერთიანება და დამშვიდობება“ წარადგინა.

სპექტკლი, მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც წელს მარნეულში პირველად მიმდინარეობს.

სპექტაკლს, მარნეულის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალის ფარგლებში 16 ივნისს, 15:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკაში იტალიის წარმომადგენლები, ჩაატარებენ ALPHAZTL-ის პრეზენტაცია-ვორქშოფს, ხოლო 22 ივნისს, 13:00 საათზე მარნეულის კულტურის ცენტრი „მოძრაობის თეატრს“ უმასპინძლებს, რომელიც მარნეულელი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ვოიცეკი“ წარსდგება.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!

სხვა სიახლეები