საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ყურბან-ბაირამის დღესასწაული

17 ივნ, 2024

 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის კენან ომაროვის ინიციატივით, 150 შეჭირვებულ ოჯახს, ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწირული საქონლის ხორცი დაურიგდათ.

 მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს.
ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სამ დღეს გრძელდება.

„საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, განსაკუთრებით კი ჩემს მარნეულელებს, ვულოცავ ყურბან-ბაირამს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას,“- მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი.

სხვა სიახლეები