საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, პორტუგალიასთან ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ევროპული თავგადასავალი გრძელდებააა !!!!
გილოცავთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია. მადლობა ეროვნულ ნაკრებს და თითოეულ მოთამაშეს, ევროპის ჩემპიონატზე თავდადებული და ღირსეული თამაშისთვის!
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ქალაქ გელზენკირხენიდან მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში მიმდინარეობდა.