საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა ქალებთან

28 ივნ, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, სოფელ ქვემო ყულარში მცხოვრებ ქალებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და მომავალში განსახორციელებელ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრეს. საკითხი ასევე, შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქალების მიერ ინიცირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით შედგა.

სხვა სიახლეები