მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, იმამ ჰასანის სახელობის მეჩეთი გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები, საქართველოს პარლამენტის წევრები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა მიმართა და მეჩეთის გახსნა მიულოცა.