საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მიწის სისტემური რეგისტრაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ ბოხაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინეს და თემატურ კითხვებს უპასუხეს.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტით სარგებლობა ყველა მოქალაქისთვის უფასოა, როგორც მიწის აზომვის, ისე რეგისტრ