მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით გამართულ „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“ ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებას რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ კოლეჯი „მოდუსისა“ და მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობამ პროექტით „პროფესიული განათლების საუკეთესო მხარდამჭერი“ მეორე ადგილი მოიპოვა.
კონკურსი მიზნად ისახავს, გამოავლინოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროვაიდერი დაწესებულებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საუკეთესო თანამშრომლობა, რომელიც მოემსახურება კონკრეტულ რეგიონში უნარების განვითარებას.